ავტორიზაცია

იამალის მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

იამალის მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
თარიღი 15 Aug 2024, 12:01
ესპანეთიდან მიღებული განახლებული ინფორმაციის თანახმად, ლამინ იამალის მამა დაჭრის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია. 

მუნირ ნასრაუის ავტოსადგურზე თავს დაესხნენ, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონას 17 წლის ფეხბურთელის მამის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, ჟურნალისტ ვიქტორ ნავაროს თქმით, რეალურად მდგომარეობა უკეთესია - ნასრაუის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.