ახალი შეთავაზება მზადაა — იუვენტუსი კოპმაინერსის ტრანსფერის დახურვას ცდილობს

ტურინის იუვენტუსი უკვე რამდენიმე თვეა ტეუნ კოპმაინერსის ტრანსფერზე მუშაობს და ფეხბურთელის დამატებას ცდილობს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბიანკონერიმ ახალი შეთავაზება გაამზადა და ატალანტას 26 წლის ნიდერლანდელის სანაცვლოდ 52 მილიონ ევროს + 5 მილიონიან ბონუსს სთავაზობს — ტრანსფერის დახურვის ალბათობის დიდია.
ტეუნ კოპმაინერსი ატალანტაში 2021 წლიდან ირიცხება და ბერგამოული კლუბის მაისურით ჩატარებულ 129 შეხვედრაში 29 გოლთან ერთად 15 ასისტი გაიფორმა.