მწვრთნელები, რომლებსაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული აქვთ მოგებული
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპეციალისტი 49 მოგებული თასით სერ ალექს ფერგიუსონია, რომელიც 1974-2013 წლებში მუშაობდა მთავარი მწვრთნელად.
მეორე ადგილს მანჩესტერ სიტის მოქმედი თავკაცია, პეპ გვარდიოლა იკავებს, რომლის ანგარიშზე 39 მოგებული ტიტულია და მესამე ადგილოსან მირჩა ლუჩესკუს 1 თასით უსწრებს.
გთავაზობთ 8 ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელს ფეხბურთის ისტორიაში:
1) სერ ალექს ფერგიუსონი (1974-2013) — 49 ტიტული
2) პეპ გვარდიოლა (2007-დღემდე) — 39 ტიტული
3) მირჩა ლუჩესკუ (1979-2023) — 38 ტიტული
4) ვალერი ლობანოვსკი (1969-2001) — 30 ტიტული
5) კარლო ანჩელოტი (1995-დღემდე) — 30 ტიტული
6) ჟოზე მოურინიო (2000-დღემდე) — 26 ტიტული
7) ლუის ფელიპე სკოლარი (1982-დღემდე) — 26 ტიტული
8) იოკ შტეინი (1960-1985) — 26 ტიტული