ავტორიზაცია

ბარსელონასა და ატლეტიკოს ლალიგური მატჩი, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართოს

ბარსელონასა და ატლეტიკოს ლალიგური მატჩი, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართოს
თარიღი 16 Aug 2024, 20:35
Relevo-ს ინფორმაციით, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის გასამართი მატჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებას განიხილავს.

თუ ეს გადაწყდება, შეხვედრა, რომელიც ამჟამად 22 დეკემბერსაა ჩანიშნული, მაიამიში გაიმართება. ამით, ბარსელონას გარდა, ყველა მხარე იხეირებს - ატლეტიკოსთან მატჩი ბარსას ფანებს შორის დიდ ინტერესს გამოიწვევს და ქომაგებს მონჟუიკზე მისვლის სურვილი ექნებათ, მაგრამ ამ დაპირისპირების აშშ-ში გადატანით, კატალონიური კლუბი ბილეთების გაყიდვებიდან შემოსავალს დაკარგავს.

ადრე, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ამერიკაში ჟირონა-ბარსელონასა და ვილიარეალი-ბილბაოს ჩატარება ცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა ლა ლიგა უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ მესამე ცდით მიზანს მიაღწევს.