ავტორიზაცია

დანილო პერეირამ საკუთარი თავი ბარსელონას შესთავაზა

დანილო პერეირამ საკუთარი თავი ბარსელონას შესთავაზა
თარიღი 16 აგვ 2024, 20:52
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა, დანილო პერეირამ საკუთარი თავი ბარსელონას შესთავაზა.

პორტუგალიელმა ეს თავისი აგენტის, ჟორჟე მენდეშის მეშვეობით გააკეთა, რომელსაც ბარსას ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

32 წლის საყრდენი, შესაძლოა, ჰანსი ფლიკს საკამოდ გამოადგეს. მას თამაში ცენტრალურ მცველადაც შეუძლია. დანილოს პსჟ-თან კონტარქტი მომავალ წელს ეწურება, შესაბამისად, ის მიმდინარე ზაფხულში ხელსაყრელ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

თუმცა, პერეირას სურვილის მიუხედავად, გავრცელებული ცნობებით, ფლიკს საყრდენი ნახევარმცველის შეძენა არ სურს. გერმანელი მარკ კასადოსა და მარკ ბერნალზე დაყრდნობას გეგმავს. ამასთან, გუნდი ფრენკი დე იონგის მომჯობინებას ელოდება.