ავტორიზაცია

ბარსელონამ გიუნდოგანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ბარსელონამ გიუნდოგანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 17 Aug 2024, 17:58
Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონა ილქაი გიუნდოგანის გაყიდვას აღარ განიხილავს. 

გერმანელი კატალონიურ გრანდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ კლუბი გადაწყვეტილებას რადიკალურად შეცვლის და მიმზიდველ შეთავაზებას მიიღებს.

თავად გიუნდოგანსაც სურს, რომ ბარსაში მინიმუმ კონტრაქტი ამოწურვამდე, 2025 წლამდე დარჩეს.

ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ თურქული და საუდის კლუბების ინტერესის ფონზე, "ბლაუგრანა" მზად იყო, ილქაი გაეყიდა.

გასულ სეზონში ბარსელონას მაისურით გიუნდოგანმა 51 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 14 ასისტი მიითვალა.