ავტორიზაცია

ლიონელ მესიმ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა

ლიონელ მესიმ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა
თარიღი 17 Aug 2024, 18:13

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი მაიკლ ჯორდანია.

"ვფიქრობ, სპორტში ყველა დროის უდიდესი მაიკლ ჯორდანია. The Last Dance-ის ყურებამ ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა... ეს ნამდვილი შედევრია. ამან მაიკლთან დამაახლოვა და დამეხმარა, უკეთ გამეგო, ის ვინ იყო. 

სამწუხაროა, რომ ეს ერა ცოცხლად არ მინახავს, რადგან ჯორდანის ყურება შესანიშნავი იქნებოდა," - განაცხადა არგენტინელმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ლეო NBA-ის ლეგენდას აქებს. "ლა პულგამ" ადრე თქვა: "ჯორდანთან შეხვედრას და ფოტოს გადაღებას ვისურვებდი."

მიუხედავად იმისა, რომ მესი ამერიკაში თამაშობს, მათი შეხვედრა ჯერ არ შემდგარა.