დავითაშვილის დებიუტი ლიგა 1-ში - მონაკომ სენტ-ეტიენი დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024/25 წლების გათამაშება დაიწყო.
პირველი ტურის შეხვედრაში "მონაკო" საკუთარ მოედანზე "სენტ-ეტიენი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ამრიგად, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზუროკო დავითაშვილის დებიუტი შედგა, 23 წლის ნახევარმცველმა სრულად ითამაშა და აქტიურიც გახლდათ.
მატჩის 72-ე წუთზე დავითაშვილმა იბრაჰიმ სისოკოს გაატანინა, თუმცა VAR-მა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.