ავტორიზაცია

კარლო ანჩელოტი: ბალანსი გვაკლდა და მეტი მონდომება გვმართებდა

კარლო ანჩელოტი: ბალანსი გვაკლდა და მეტი მონდომება გვმართებდა
თარიღი 19 Aug 2024, 15:36
რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მალიორკასთან ვერმოგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

"ბალანსი გვაკლდა.

შედეგით ბედნიერი არ ვარ, რადგან უკეთესად თამაში შეგვეძლო. მეტი მონდომება გვმართებდა.

ამ შეხვედრისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, რადგან აშკარაა, რა პრობლემა გვაქვს. ბურთის დაბრუნებაზე უნდა გვეფიქრა.

მალიორკამ დაცვაში ჩვენზე კარგად ითამაშა. ვფიქრობ, სამართლიანი ანაგრიში დაფიქსირდა," - განაცხადა იტალიელმა.

მალიორკასა და რეალ მადრიდს შორის გამართული მატჩი 1-1 დასრულდა. მადრიდელები როდრიგოს გოლით იგებდნენ, მაგრამ ვედატ მურიქიმ წონასწორობა აღადგინა და თავის გუნდს ქულა მოუტანა.