ავტორიზაცია

მან სიტის ფეხბურთელთა შეფასებები ჩელსისთან: ერლინგ ჰოლანდი მშიერია, კოვაჩიჩმა კი როდრი კარგად შეცვალა

მან სიტის ფეხბურთელთა შეფასებები ჩელსისთან: ერლინგ ჰოლანდი მშიერია, კოვაჩიჩმა კი როდრი კარგად შეცვალა
თარიღი 19 Aug 2024, 18:00
მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის ახალი სეზონი ჩელსისთან სტემფორდ ბრიჯზე 2-0 მოგებით დაიწყო. გოლები ერლინგ ჰოლანდმა და მატეო კოვაჩიჩმა გაიტანეს.

აღნიშნულ შეხვედრაში "ქალაქელებს" როდრის, ფილ ფოდენის, კაილ უოკერისა და ჯონ სტოუნსის არყოფნა არ ეტყობოდათ. ამდენი ვარსკვლავის დანაკლისის მიუხედავად, სიტი პირველ 20 წუთში ჰოლანდის გოლით დაწინაურდა. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა მატჩის კონტროლი განაგრძეს და საბოლოოდ, კოვაჩიჩმაც შეაგდო.

გთავაზობთ სიტის ფეხბურთელებისა და მწვრთნელის შეფასებებს Goal.com-ის ვერსიით:


ედერსონი (5/10):

ბრაზილიელმა მეორე ტაიმში ნიკოლას ჯექსონს კარგი ბურთი აუღო და ფეხით შესანიშნავად თამაშობდა, თუმცა რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

რიკო ლუისი (6/10):

ინგლისელს კრისტოფერ ნკუნკუსთან გამკლავება ცოტათი გაუჭირდა, მაგრამ, ჯამში, ცუდად არ უთამაშია. მეორე ტაიმში მან პედრო ნეტუს არ გაატანინა.
 
მანუელ აკანჯი 6/10):

შვეიცარიელმა არცისე კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა. აკანჯი ჯექსონს კარგად გაუმკლავდა.

რუბენ დიაში (8/10):

პორტუგალიელი დაცვაში ბრწყინვალე იყო, პოზიციურად შესანიშნავად მოქმედებდა და ჩელსის შემტევების წინააღმდეგ მნიშნელოვანი ვარდნები განახორციელა.

იოშკო გვარდიოლი (7/10):

ხორვატმა მეტოქის სახიფათო კონტრშეტევები ჩაშალა. იოშკო შეტევებში ხშირად არ მონაწილეობდა, მაგრამ კოულ პალმერს ეფექტიანად აჩერებდა.


მატეო კოვაჩიჩი (8/10):

მან ტრავმირებული როდრის ადგილი დაიკავა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ნამდვილად კარგად ითამაშა, რასაც მატჩის მიწურულს შორეული დარტყმით გოლიც დაამატა.

ბერნარდუ სილვა (8/10):

ბერნარდუ ბურთის ყოველი მიღებისას შესანიშნავი იყო. მან ერლინგ ჰოლანდს ასისტი გაუკეთა.

კევინ დე ბრუინი (6/10):

ბელგიელმა ნორმალური პერფორმანსი აჩვენა. მან ჩელსის ნახევარდაცვას გვერდი რამდენჯერმე აუარა, მაგრამ მნიშნელოვანი პასები და შორეული დარტყმები, რაც სჩვევია, არ განუხორციელებია.


ჯერემი დოკუ (5/10):

დოკუმ თამაში მარჯვენა ფლანგზე დაიწყო და გაუჭირდა, შემდეგ კი მარცხნივ გადავიდა და ათამაშდა. მან ჰოლანდის გოლში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ ლეტალური არ იყო.

ერლინგ ჰოლანდი (8/10):

ნორვეგიელმა გოლისას შესანიშნავად იმოქმედა, საჯარიმოში სივრცე იპოვა და რობერტ სანჩესს შანსი არ დაუტოვა.

სავინიო (7/10):

ბრაზილიელს კარგი დებიუტი გამოუვიდა. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის შემდეგ მას ტრავმის გამო მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.

ფილ ფოდენი (6/10): 

ინგლისელი შეცვლაზე შევიდა და გამორჩეული არ ყოფილა, თუმცა ლუისთან ერთად ფლანგზე კარგად მუშაობდა.


პეპ გვარდიოლა (7/10):

კატალონიელმა სპეციალისტმა დოკუსა და სავინიოს პოზიციები სწორად ვერ შეურჩია, მაგრამ შემდეგ ფლანგები შეუცვალა, რამაც შედეგი გამოიღო. გუნდის პერფორმანსი შესანიშნავი იყო, თანაც დიდი დანაკლისის ფონზე.