ავტორიზაცია

კრიშტიანუმდე, მანჩესტერ იუნაიტედს რონალდინიოს შეძენა სურდა

კრიშტიანუმდე, მანჩესტერ იუნაიტედს რონალდინიოს შეძენა სურდა
თარიღი 19 Aug 2024, 20:05
2003 წელს, პრესეზონზე ლისაბონის სპორტინგთან გამართული მატჩის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანუ რონალდუს შეძენა გადაწყვიტა.

"წითელი ეშმაკების" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი იხსენებს: "მე, პოლ სქოულზი და ნიკი ბატი ვამბობდით: "ეს ბიჭი გასაოცარია, უნდა გავიფორმოთ." ავტობუსში დიდხანს ვიცდიდით, შემდეგ კი კლუბმა გვითხრა, რომ კრიშტიანუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ."

იმ ზაფხულში იუნაიტედს რონალდინიოს ყიდვა სურდა, მაგრამ ბრაზილიელმა ბარსელონა აირჩია, რაც 2020 წელს თავადაც თქვა: "მანჩესტერში გადასვლის შანსი მქონდა, ამასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ბარსაში წასვლა გადავწყვიტე."

ფერდინანდი ამბობს: "იღბლიანები ვიყავით, რომ რონალდუ შევიძინეთ. რონალდინიოს დამატება ვცადეთ, მაგრამ მან ბარსელონა აირჩია. მწვრთნელს ვარსკვლავის მოყვანა სურდა, კრიშტიანუმ კი ყველაფერი შეცვალა."