ავტორიზაცია

ჩელსი ჯეიდონ სანჩოს აკვირდება — ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული

ჩელსი ჯეიდონ სანჩოს აკვირდება — ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული
თარიღი 21 Aug 2024, 11:07
ლონდონის ჩელსი ჯეიდონ სანჩოს აკვირდება და შესაძლოა, მის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს — ინფორმაციას The Athletic ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი აგვისტოს ბოლომდე გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 24 წლის ინგლისელი შემტევია.

ჯეიდონ სანჩომ გასული სეზონი იჯარის წესით დორტმუნდში გაატარა და მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა — წითელ ეშმაკებს ფეხბურთელის გაყიდვა სურთ და ის ტრანსფერზეა დაყენებული.