ავტორიზაცია

უოტფორდი კიდევ ერთ გამორჩეულ მოთამაშეს ყიდის - კოლუმბიელი შემტევი ლა ლიგაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

უოტფორდი კიდევ ერთ გამორჩეულ მოთამაშეს ყიდის - კოლუმბიელი შემტევი ლა ლიგაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
თარიღი 22 Aug 2024, 16:33
კოლუმბიის ნაკრებისა და "უოტფორდის" 20 წლის გარემარბი იასერ ასპრილია ესპანურ "ჟირონაში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.

ავტორიტეტული ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კოლუმბიელი დღეს ესპანეთში გაემგზავრება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს.

წყაროს ცნობით, "ჟირონა" ასპრილიას სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით კლუბისთვის სარეკორდო 25 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ ასპრილიამ ჩემპიონშიპის 2023/24 წლების სეზონში 44 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მანამდე "უოტფორდმა" კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე ისმაელ კონე "მარსელში" 12 მილიონ ევროდ გაყიდა.