კარიერის დასრულების დრო მოვიდა: კრიშტიანუს ასეთ მდგომარეობაში ხილვა არავის სურს
დიდებული ევროპული კარიერის შემდეგ, 2023 წელს ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში გადაბარგდა.
ალ ნასრი არაბეთში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ამ გუნდთან ერთად არაერთი მარცხი განიცადა, რაც 39 წლის ფეხბურთელს აბრაზებს და ხშირად კონტროლს აკარგვინებს. მეტოქის ფანების მისამართით უხამსი ჟესტები, წითელი ბარათი მოწინააღმდეგისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო, მუდმივი წუწუნი და ა.შ. - ხშირად მისი ქმედებები კლასის ნაკლებობას ჰგავს.
ცოტა ხნის წინ ალ ნასრმა საუდის არაბეთის სუპერ თასის ფინალში ალ ჰილალთან 1-4 წააგო. ამ მატჩში რონალდუ ძალიან იმედგაცრუებული იყო და თანაგუნდელების მიმართ უხეში ჟესტებით გამოირჩა - ის მათ აბრალებდა, რომ საკმარისად მონდომებულნი არ იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუმ ალ ნასრის მაისურით 72 მატჩში 66 გოლი გაიტანა, გუნდს წარმატებებისთვის არ მიუღწევია - პირიქით, მისი ტრანსფერი შემდეგ კლუბს რეგრესი დაეწყო და ჩემპიონატში სხვა გუნდები - ალ ჰილალი და ალ იტიჰადი - უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. ეს მიუთითებს, რომ პორტუგალიელის ინდივიდუალური სტატისტიკა ალ ნასრის წარმატებაზე არ აისახა.
კრიშტიანუს ალ ნასრთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, მაგრამ ვრცელდება ცნობები, რომ ის საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს და, შესაძლოა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს, რაც გუნდის ახალგაზრდა ტალანტებს ხელს შეუშლის.
აშკარაა, რომ რონალდუ ფორმაში ვერ არის, რაც ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა - მან ევრო 2024-ზე გოლი ვერ გაიტანა. კრიშტიანუ კარიერის ბოლო ეტაპზე კრიზისს განიცდის, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ ასრულებს, რაც თავის გავლენაზე უარყოფითად მოქმედებს. პორტუგალიელი ფეხბურთიდან წასული რომ იყოს, მისი უნიკალური მიღწევები კვლავ უფრო კარგად გასახსენებელი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი წვალება.
რონალდუს ქმედებები და პერფორმანსები მის იმიჯს აზიანებს. პორტუგალიელს ფეხბურთში დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს და საკითხავია, ამ ასაკში კარიერის გაგრძელება რისთვის სჭირდება...