ავტორიზაცია

ტიბო კურტუა: ამ მწვრთნელის ხელში ბელგიის ნაკრებში არ ვითამაშებ

ტიბო კურტუა: ამ მწვრთნელის ხელში ბელგიის ნაკრებში არ ვითამაშებ
თარიღი 23 Aug 2024, 00:38
რეალის მეკარემ, ტიბო კურტუამ სანაკრებო კარიერასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

"მინდა, ბელგიის ფანებს მივმართო.

ვამაყობ, როცა მოედანზე ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, როცა ეროვნული გუნდის მაისურს ვატარებ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნაკრებში 100-ზე მეტ მატჩს ჩავატარებდი.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მწვრთნელთან მომხდარი ამბების გამო, გადავწყვიტე, ამ სამწვრთნელო შტაბის ხელში ეროვნულ ნაკრებში არ დავბრუნდე.

მომხდარში ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ, ვფიქრობ, მის მიმართ ჩემი უნდობლობა, გუნდში კარგ ატმოსფეროს არ შექმნიდა. ფედერაციის იმ წევრებმა, რომლებთანაც ვისაუბრე, გამიგეს და მიხვდნენ, ეს მტკივნეული გადაწყვეტილება რატომ მივიღე.

ვწუხვარ, რომ ზოგიერთ ქომაგს იმედები გავუცრუე, მაგრამ ეს ბელგიის ნაკრებისთვის სწორი ქმედებაა, რადგან ახლა გუნდს თავის მიზნებზე ფოკუსირების საშუალება ექნება," - ამბობს კურტუა.

შეგახსენებთ, ბელგიის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, იტალიელ-გერმანელი სპეციალისტი, დომენიკო ტედესკოა, რომელმაც გუნდი 2023 წელს, რობერტო მარტინესის წასვლის შემდეგ ჩაიბარა. 

"წითელი ეშმაკების" რიგებში ტიბოს დებიუტი 2011 წელს შედგა - მას შემდეგ 32 წლის მეკარემ 102 მატჩი ჩაატარა. ნაკრებში ტედესკოს მისვლის შემდეგ კურტუამ მხოლოდ 2 შეხვედრაში ითამაშა. ბოლოს მან მონაწილეობა ავსტრიასთან 17 ივნისს გამართულ მატჩში მიიღო.