ავტორიზაცია

კვარაცხელია-ლუკაკუს დუეტი ნეაპოლში | ბელგიელის ტრანსფერი გადაწყდა!

კვარაცხელია-ლუკაკუს დუეტი ნეაპოლში | ბელგიელის ტრანსფერი გადაწყდა!
თარიღი 23 Aug 2024, 23:03
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლიმ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი დახურა.

იტალიური კლუბი ჩელსის ფიქსირებულ €30 მილიონს პლუს €15-მილიონიან ბონუსებზე შეუთანხმდა. მხარეებს შუამავლობა საფეხბურთო სააგენტო Epic Sports-ის მფლობელმა, ალი ბარატმა გაუწია. ბელგიელი ცენტრფორვარდი "პარტენოპეისთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლუკაკუს ნეაპოლურ კლუბში თავისთვის კარგად ნაცნობი ანტონიო კონტე დახვდება, რომლის ხელმძღვანელობითაც ინტერის მაისურით გამართულ 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა. 

რომელუ ჩელსიმ 2021 წელს, ინტერიდან შეიძინა. ლონდონელებმა 2022/23 წლების სეზონში ბელგიელი სწორედ "ნერაძურიში" გაანათხოვრეს, შემდეგ ასევე იჯარით რომაში გაუშვეს, ახლა კი მან ინგლისური კლუბი საბოლოოდ, პერმანენტული ტრანსფერით დატოვა.