დუგლას კოსტა კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაზილიელი შემტევი, დულგას კოსტა კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს.
იუვენტუსისა და ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალი აგენტი იყო, სიდნეისთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
33 წლის ვინგერი ბოლოს მშობლიურ ფლუმინენსეში ირიცხებოდა, საიდანაც მიმდინარე ზაფხულში წავიდა. კოსტამ ევროპა 2021 წელს დატოვა, რის შემდეგაც, ფლუს გარდა, გრემიოსა და ლოს ანჯელეს გელექსიში ითამაშა.