ავტორიზაცია

კვარას გოლი და ასისტი — ნაპოლიმ ახალ სეზონში პირველი მატჩი მოიგო

კვარას გოლი და ასისტი — ნაპოლიმ ახალ სეზონში პირველი მატჩი მოიგო
თარიღი 26 Aug 2024, 00:55
იტალიის სერია ა-ს მეორე ტურში, ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე ბოლონია მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა — ხვიჩა კვარაცხელიას პასით 42-ე წუთზე გოლი დი ლორენცომ გაიტანა და კონტეს გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა.

75-ე წუთზე, 23 წლის ქართველმა შემტევმა აიღო ბოლონიას კარი და სეზონში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 94-ე წუთზე თავი სიმეონემაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.

სერია ა-ს შემდეგ ტურში ნაპოლი საკუთარ კედლებში პარმას უმასპინძლებს, ბოლონია კი ემპოლის მიიღებს.