ჰანსი ფლიკმა ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნებაზე უარი თქვა
Sport-ის ინფორმაციით, ნეიმარმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საკუთარი თავი ბარსელონას შესთავაზა.
მიუხედავად ამისა, ბარსას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ბრაზილიელის ტრანსფერი დაბლოკა, როგორც ეს გასულ სეზონში ჩავი ერნანდესმა გააკეთა.
კლუბი ახალგაზრდებზეა ფოკუსირებული, რის გამოც ნეიმარის მსგავსი ფეხბურთელის დამატება არ სურს. ამასთან, ფლიკი ანსუ ფატიზე იმედებს ამყარებს.
კატალონიურ პრესის ცნობით, ნეიმარი 2020 წელს ბარსელონაში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყო. ბარსამ პარი სენ-ჟერმენს მის სანაცვლოდ €110 მილიონს პლუს ჟან-კლერ ტოდიბოს, ივან რაკიტიჩისა და უსმან დემბელეს იჯარა შესთავაზა, მაგრამ პარიზელებმა €130 მილიონი მოითხოვეს.
ნეიმარი 2023 წლიდან ალ ჰილალში ირიცხება, მაგრამ ტრავმების გამო მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.