იუვენტუსმა ვერონა დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
იტალიის სერია ა-ს მეორე ტურში, იუვენტუსი ვერონას ესტუმრა და მეტოქე 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა — თავი ვლაჰოვიჩმა გამოიჩინა, ხოლო 11 წუთში სავონამ აიღო მეტოქის კარი და ბიანკონერიმ პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო.
მეორე ნახევარიც ტიაგო მოტას გუნდის კარნახით წარიმართა. 53-ე წუთზე, ვერონას კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ვლაჰოვიჩმა შეასრულა, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 0-3 დააფიქსირა.

ორი შეხვედრის შემდეგ, იუვენტუსს 6 ქულა აქვს და სერია ა-ს უდანაკარგოდ ლიდერობს. მომდევნო ტურში კი ბებერი ქალბატონი საკუთარ კედლებში რომას მიიღებს.