ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ნაპოლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია sofascore-ის მიერ გამოქვეყნებულ სერია ა-ს მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბოლონიას წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა და 9,2 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ნაპოლიმ კი მეორე ტურის მატჩი ბოლონიას წინააღმდეგ დამაჯერებლად, 3-0 მოიგო და სერია ა-ს წლევანდელ სეზონში პირველი გამარჯვება გაიფორმა.