ოფიციალურად: გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია
ლივერპულმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ვალენსიასთან შეთანხმებას მიაღწია.
ქართველი მეკარე 1-წლიანი იჯარით ესპანურ კლუბში დარჩება, 2025/26 წლების სეზონიდან კი ენფილდზე გადაბარგდება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტრაქტის დეტალები ასეთია:
• მამარდაშვილი ლივერპულთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
• ინგლისური კლუბი ფიქსირებულ €30 მილიონსა და პლუს, ბონუსების სახით, €5 მილიონს გადაიხდის.
• "ღამურები" მომავალში ქართველი ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერიდან თანხის 10%-ს მიიღებენ.