ავტორიზაცია

ბარსელონას სამიზნე საუდის პრო ლიგაში მიემგზავრება ?

ბარსელონას სამიზნე  საუდის პრო ლიგაში მიემგზავრება ?
თარიღი 28 აგვ 2024, 14:01
საუდის არაბეთის გამორჩეული კლუბი ალ ნასრი, სატრანსფერო ბაზარზე ცენტრალურ მცველს ეძებს. თავდაპირველად კრიშტიანუ რონალდუს გუნდს, მილან შკრინიარის დამატება სურდა, სლოვაკი მცველი პსჟს გეგმებში არ შედის და ის მზადაა, რომ დატოვოს კლუბი, მაგრამ გუნდებმა საერთო ენა ვერ გამონახეს და ეს ტრანსფერი დიდი ალბათობით ჩაიშლება. 

''ყვითლები'' გაჩერებას არ აპიურებენ, ამჯერად მათი ინტერესი, მუჰამედ სიმაკამმა მიიპყრო, ფრანგი მცველი რედ ბულ ლაიფციგში თამაშობს, უკანახაზელით, ასევე ბარსლონაც ინტერესდება. 

ფინანსური თვალსაზრისით, ალ ნასრი რა თქმა უნდა წინაა. გერმანულ გუნდს თავისი დაცვის ლიდერის სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვს, არაბებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.