ქართველები პლანეტის საუკეთესო ლიგაში
როგორც ცნობილი გახდა, მომდევნო სეზონიდან, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ღირსებას დაიცავს. ჩვენ კი, გვსურს, გაგახსენოთ ის ქართველი ფეხბუთელები, რომლებმაც პლანეტის საუკეთესო ლიგაში იასპარეზეს.
თემურ ქეცბაია
დინამო სოხუმიდან დაწყებული კარიერა, რომელიც მალევე დედაქალაქურ დინამო თბილისამდე მივიდა. თემურ ქეცბაიამ პროფესიონალური კარიერა სწორედ დინამო თბილისში დაიწყო. 5 წლის განმავლობაში თბილისელთა ღირსებას იცავდა. ამის შემდეგ ქეცბაიამ კარიერა ჯერ კვირპროსულ ანორთოსისში გააგრძელა, მერე კი - ბერძნულ აეკ-ში. 1997 წელს თემურ ქეცბაია თავისუფალი აგენტი გახდა და, სწორედ ამ დროს, ინგლისის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა, ნიუკასლ იუნაიტედმა ქართველი ფეხბურთელი უფასოდ გაიფორმა.
ქეცბაიამ ''კაჭკაჭების'' შემდაგენლობაში 3 სეზონი გაატარა, ამ დროის განმავლობაში ქართველ მოთამაშეს ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 77 შეხვედრა დაუგროვდა და თავი 8 გატანილი გოლით და 9 საგოლე პასით დაგვამახსოვრა.
მიხეილ ყაველაშვილი
ზურაბ ხიზანიშვილი
უკანასკნელი ქართველი, რომელმაც პრემიერ ლიგაში ითამაშა, ზურაბ ხიზანიშვილია. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გლაზგოს რეინჯერსიდან ბლექბერნ როვერსში გადავიდა. ხიზანიშვილმა ბლექბერნის შემადგენლობაში 5 სეზონი გაატარა. მარკ ჰოუზის მწვრთნელობის დროს, ხიზანიშვილის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. ხიზანამ ერთი გოლი გაიტანა და ეს ბურთი მან მანჩესტერ სიტის შუგდო. ზურაბმა პრემიერ ლიგაში 62 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ქინქლაძე
საქართველოს ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული მოთამაშე, რომელმაც ითამაშა პრემიერ ლიგაში - რა თქმა უნდა, ეს გიორგი ქინქლაძეა. მანჩესტერ სიტის ლეგენდა და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ნამდვილი ვირტუოზი, რომელიც ფლანგზე ჯადოქრობებს ჩადიოდა. სამწუხაროდ, ქინქლაძემ მხოლოდ 1 სეზონი გაატარა პრემიერ ლიგაში, რადგან მაშინ სიტი ძალიან სუსტი გუნდი იყო, მაგრამ მისი თამაში ყველას ახსოვს და დღემდე გიორგი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მოთამაშედ მიიჩნევა. გიორგი ქინქლაძის მონაგარი ინგლისურ ელიტაში 37 ჩატარებული შეხვედრაა და 4 გატანილი გოლია.
რატი ალექსიძე
თბილისის დინამოს სკოლის აღზრდილი რატი ალექსიძე, რომელსაც სამშობლოში კარიერის ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა, 1999 წელს კარიერა ლონდონის ჩელსიში გააგრძელა. 21 წლის ალექსიძე, ჩელსიში გადასვლის დროს, დიდი ტალანტად მიიჩნეოდა. ინგლისელები მას კლუბის მომავლად მიიჩნევდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, რატიმ 2 წლის განმავლობაში, ჩელსის შემადგენლობაში მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პრემიერ ლიგის მატჩში ქართველმა მხოლოდ 20 წუთი გაატარა მინდორზე. 2 წლის შემდეგ რატი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა, ხოლო კარიერა 2014 წელს დაასრულა. რატი ალექსიძე ჩელსისთან ერთად ინგლისის თასის გამარჯვებული გახდა.
თემურ ქეცბაია
დინამო სოხუმიდან დაწყებული კარიერა, რომელიც მალევე დედაქალაქურ დინამო თბილისამდე მივიდა. თემურ ქეცბაიამ პროფესიონალური კარიერა სწორედ დინამო თბილისში დაიწყო. 5 წლის განმავლობაში თბილისელთა ღირსებას იცავდა. ამის შემდეგ ქეცბაიამ კარიერა ჯერ კვირპროსულ ანორთოსისში გააგრძელა, მერე კი - ბერძნულ აეკ-ში. 1997 წელს თემურ ქეცბაია თავისუფალი აგენტი გახდა და, სწორედ ამ დროს, ინგლისის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა, ნიუკასლ იუნაიტედმა ქართველი ფეხბურთელი უფასოდ გაიფორმა.
ქეცბაიამ ''კაჭკაჭების'' შემდაგენლობაში 3 სეზონი გაატარა, ამ დროის განმავლობაში ქართველ მოთამაშეს ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 77 შეხვედრა დაუგროვდა და თავი 8 გატანილი გოლით და 9 საგოლე პასით დაგვამახსოვრა.
მიხეილ ყაველაშვილი
ქართველი მოთამაშე, მიხეილ ყაველაშვილი პრემიერ ლიგაში დინამო თბილისიდან გადავიდა. ქართულმა კლუბმა 1995 წელს ყაველაშვილი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გაყიდა და მის სანაცვლოდ €2 მილიონი მიიღო. ყაველაშვილს სიტიში გადასვლის თანავე მიეცა თამაშის საშუალება. მიხეილმა საბედიუტო შეხვედრაში მანჩესტერულ დერბიში მოახერხა გოლის გატანა. სამწუხაროდ, ქართველს ინგლისში საქმეები კარგად არ წაუვიდა, მაგრამ მან მოახერხა შვეიცარიაში წარმატებული კარიერის აწყობა.