ბარსელონამ სტეფან ბაიჩეტიჩის იჯარის თაობაზე ლივერპულს შეთავაზებით მიმართა

ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ბარსელონამ სტეფან ბაიჩეტიჩის იჯარის თაობაზე ლივერპულს შეთავაზებით მიმართა.
ბარსა მერსისაიდულ კლუბს 19 წლის ესპანელი საყრდენი ნახევარმცველის იჯარაში €4 მილიონს სთავაზობს (გამოსასყიდი პუნქტის გარეშე).
ლივერპულს შეთავაზება ზალცბურგისგანაც აქვს, რომელსაც სეტაფანის ასევე იჯარით აყვანა სურს, მაგრამ, მარკ ბერნალის ტრავმის შემდეგ, საქმეში ბარსელონაც ჩაერთო.
Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური კლუბი პირადად ბაიჩეტიჩსაც დაუკავშირდა, რათა ის ტრანსფერში დაარწმუნოს.
ESPN-ის თანახმად, ტიაგო ალკანტარა, რომელიც 1 თვით ბარსელონას სამწვრთნელო შტაბში იყო, სტეფანს ბარსაში გადასვლაზე მუდმივად ესაუბრება. ისინი ლივერპულში თანაგუნდელები იყვნენ და ერთმანეთს კარგად იცნობენ.