ავტორიზაცია

მატჩის MVP — გიორგი მამარდაშვილის ბილბაოსთან საუკეთესო იყო

მატჩის MVP — გიორგი მამარდაშვილის ბილბაოსთან საუკეთესო იყო
თარიღი 28 აგვ 2024, 23:08
ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში, ვალენსია ბილბაოს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გახდა — მას სამი სეივი ჰქონდა და სამივე საჯარიმოს შიგნიდან.

შეგახსენეთ, რომ გუშინ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა და ინგლისურ კლუბს მომავალ ზაფხულში შეუერთდება — მიმდინარე სეზონში კი იჯარის წესით კვლავ ვალენსიას ღირსებას დაიცავს.