ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე და წილისყრაზე უნდა ვიცოდეთ
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის წილისყრა გაიმართება, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდება — გაუქმდა ჯგუფები და 32-ის ნაცვლად 36 გუნდი მიიღებს ტურნირში მონაწილეობას.
ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრილი 36 გუნდისგან ერთიანი ცხრილი შეიქმნება და თითოეული მათგანი 8 მატჩს ჩაატარებს (4 სახლში, 4 გასვლაზე) 8 განსხვავებულ ოპონენტთან. საუკეთესო 8 კლუბი პირდაპირ გავა 1/8 ფინალში, ხოლო 9-24 ადგილოსნები 2 მატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და გამარჯვებულები გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
წილისყრაც ახალი, ე.წ ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდება — ფიზიკური ბურთების და სპეციალური პროგრამის გამოყენებით. ფიზიკური ბურთის მეშვეობით ამოირჩევა გუნდი, რომელსაც პროგრამა 8 ოპონენტს შეურჩევს, თუმცა, გარკვეული შეზღუდვით: ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს არ შეხვდებიან და ყველა კლუბს მაქსიმუმ ორი მოწინააღმდეგე ეყოლება ერთი და იმავე ქვეყნიდან.
წილისყრა დაიწყება პირველი კალათიდან და გაგრძელდება მანამ, სადამ ოთხივე კალათის გუნდებს არ ეყოლება 8 მეტოქე. კალათები კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის და უეფას საკლუბო კოეფიციენტის მიხედვით არის შედგენილი. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ გუნდს თითო კალათიდან 2-2 ოპონენტი ეყოლება — ძველი ფორმატით კი, ერთი და იმავე კალათის კლუბები ერთმანეთს არ ხვდებოდნენ.

ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.