𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: სერხიო რამოსი კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა "სევილია" 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს დატოვა. 
ახლა გამოცდილი ფეხბურთელი საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასასვლელად ემზადება. 
როგორც ცნობილი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი სოციალურ ქსელში იუწყება, 38 წლის რამოსი კლუბ "ალ-ორუბას" შეუთანხმდა. 
ეს გუნდი საუდის არაბეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გასული სეზონის ბოლოს დაწინაურდა. 







