ოფიციალურად: საბა საზონოვი ემპოლის ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების და ტორინოს ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი კარიერას ემპოლიში გააგრძელებს — ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
22 წლის ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბში 1 წლიანი იჯარით გადავიდა და 2024/25 წლების სეზონის ბოლოს ემპოლის მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი ტორინოს ფეხბურთელი გასულ ზაფხულში გახდა და გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა — მან ტურინული კლუბის მაისური 13 შეხვედრაში მოირგო.