ავტორიზაცია

კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს — სად გააგრძელებს კარიერას ოსიმენი?

კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს — სად გააგრძელებს კარიერას ოსიმენი?
თარიღი 30 Aug 2024, 11:47
ნაპოლის ცენტრალური თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საგა სრულდება — ფეხბურთელი იტალიას დატოვებს.

ალ აჰლიმ და ნაპოლიმ შეთანხმებას მიაღწიეს და არაბული კლუბი ფეხბურთელი სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს გადაიხდის.

ტრანსფერის დახურვამდე მხოლოდ ოსიმენის თანხმობაა დარჩენილი: ალ აჰლი ფეხბურთელს 4 წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით სეზონში 30 მილიონ ევროს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ არაბული კლუბი მზად არის ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც ჩაწეროს, რომელიც 2 წლის შემდეგ ამოქმედდება.

თავად ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა სურს, თუმცა, ჩელსი არ აპირებს მისი მოთხოვნილი ხელფასის გადახდას და დიდი ალბათობით, ოსიმენი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.