სანიოლი: "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ივნისში მიღებული ემოციები კიდევ განმეორდეს"
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ემოციები და სიხარული ყველას გვსურს, რომ კიდევ განმეორდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა, დიდ მიზნებზე საუბარი ჯერ ადრეა."
"ფეხბურთის მიმართ ის ემოციური მიდგომა, რაც საქართველოში ხალხს გააჩნია ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ვთვლი, რომ ამ ემოციების კვალობაზე წარსულში გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული, თუმცა, ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ მისი კონტროლი და თავის სასარგებლოდ გამოყენება შეუძლიათ — ეს განსაკუთრებით მარტში, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან შეხვედრებში გამოჩნდა. ევროპის ჩემპიონატი უკვე დასრულდა და ახალი პროექტი იწყება, სადაც ახალი მიზნები გვექნება. ივნისის მერე ფეხბურთელებს არ შევხვედრივარ და როდესაც შევხვდებით, აუცილებლად ვისაუბრებთ აღნიშნულ საკითხზე."
"კვერკველია, კვეკვესკირი, შენგელია, საზონოვი და მექვაბიშვილი ტრავმის და არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო განაცხადში ვერ მოხვდნენ და ასეთ დროს, ახალ ფეხბურთელებს ეძლევათ შანსი. რაც შეეხება დებიუტანტებს — ლუკა გადრანი ყაზახეთში სტაბილურად თამაშობს და განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა რამხელა მნიშვნელობა აქვს სათამაშო პრაქტიკას. შოთა ნონიკაშვილი კი ახალგაზრდულ ნაკრებში კარგად ასპარეზობდა და ახლა უკრაინაში აქვს ახალი გამოწვევები. მჯერა, რომ ორივე დებიუტანტი კარგად მოერგება ახალ პროექტს და შეეჩვევა ეროვნულ ნაკრებს."
"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ირაკლი აზაროვი ნაკრებში დაბრუნდა ლევან შენგელიას ტრავმაა და მას ექნება შანსი დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. გარკვეულ პოზიციებზე ჩვენ დიდი კონკურენცია გვაქვს და ყველამ მოედანზე უნდა დაამტკიცოს, რომ იმსახურებენ ეროვნულ ნაკრებში თამაშს."
"ბედნიერი ვარ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გადავიდა. ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ითამაშებს და ეს დაიმსახურა, რადგან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა — აღნიშნული ტრანსფერით გახარებული ვარ."
"ჩეხეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და ყველაზე მეტად მათთან გაგვიჭირდა თამაში. ვფიქრობ, რომ ახლაც იგივე გველოდება და ჩვენი ფეხბურთელები მზად უნდა იყვნენ ამისთვის."
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 სექტემბერს ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო მეორე ტურში 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.