ავტორიზაცია

BREAKING: ოსიმენი ან ტოუნი: ალ-აჰლის მხოლოდ ერთი მოთამაშის გაფორმების უფლება აქვს

BREAKING: ოსიმენი ან ტოუნი: ალ-აჰლის მხოლოდ ერთი მოთამაშის გაფორმების უფლება აქვს
თარიღი 30 Aug 2024, 14:36
ბოლო საათებში უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ალ-აჰლი" ორი ფორვარდის - ვიქტორ ოსიმენის და აივან ტოუნის ტრანსფერზე მუშაობს. 

თუმცა, საუდის არაბულ კლუბს ამ ორი მოთამაშიდან მხოლოდ ერთის დამატების უფლება აქვს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს. 

საქმე იმაში გახლავთ, რომ არაბულ კლუბს მხოლოდ ერთი ლეგიონერის დამატება შეუძლია. ორივე ფორვარდის დამატებას, იმ შემთხვევაში შეძლებს თუ ორშაბათამდე რომელიმე ლეგიონერს გაუშვებს.

აღსანიშავია, რომ "ალ-აჰლიმ" ტოუნის ტრანსფერი როგორც კლუბთან, ასევე მოთამაშესთან შეათანხმა და სამედიცინო შემოწმებაც დაგეგმა.

ნიგერიელი ფორვარდის მდგომარეობა განსხვავებულია: "ჩელსი" აგრძელებს მუშაობას ოსიმენის ტრანსფერზე, თავად ვიქტორიც ლონდონელებს ელოდება და თუ მათთან შეთანხმება ვერ შედგა, მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს არაბულ ვარიანტს.