არსენალს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
31.6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ არსენალში გადასული მიკელ მერინო, რომელსაც წარმატებული ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა, ტრავმირებულია.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ დაადასტურა, რომ მერინომ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირას იუქმებს.
"მერინომ ვარჯიშზე შეჯახებისას ტრავმა მიიღო. მას მხარზე აქვს პრობლემები, რაც სამწუხაროა, რადგან რამდენიმე კვირა ვერ დაგვეხმარება.
მერინო გამოკვლევებს ჩაიტარებს და უფრო დაზუსტებით გვეცოდინება, რა სირთულისაა ეს ტრავმა", - განაცხადა არტეტამ.
პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში მეთოფეები ბრაიტონს დაუპირისპირდებიან.