ოფიციალურად: სკოტ მაკტომინეი ნაპოლის ფეხბურთელია

ნაპოლიმ სკოტ მაკტომინეის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიურმა კლუბმა მანჩესტერ იუნაიტედს შოტლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ €30 მილიონი გადაუხადა. სკოტმა "პარტენოპეისთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"მანჩესტერ იუნაიტედს თვალს ყოველთვის მივადევნებ. მინდა, გუნდმა კარგად ითამაშოს.
მადლობა, რომ გყავდით. თითეული მომენტით ვისიამოვნე," - ასე დაემშვიდობა მაკტომინეი კლუბს, რომელშიც 22 წელი გაატარა.