საბა გოგლიჩიძის პირველი ოფიციალური მატჩი - რა შეფასება მიიღო ქართველმა?
საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სერია A-ს მე-3 ტურში, ბოლონიასთან შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
ბოლონიასა და ემპოლის შორის გამართული მატჩი 1-1 დასრულდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი Sofascore-ისგან 7.1-ქულიანი შეფასება მიიღო.
საბა საზონოვს, რომელიც ემპოლიმ ტორინოდან იჯარით აიყვანა, არ უთამაშია და ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ემპოლის შემდეგი მეტოქე იუვენტუსია, რომელსაც 15 სექტემბერს, 17:00 საათზე დაუპირისპირდება.