ავტორიზაცია

მანჩესტერი ლივერპული პრევიუ

მანჩესტერი ლივერპული პრევიუ
თარიღი 01 Sep 2024, 11:29
დღეს საღამოს 19:00-ზე ერთმანეთს ორი ინგლისური გიგანტი დაუპირისპირდება, საუბარი გვაქვს მანჩესტერ იუნაიტედსა და ლივერპულზე. ენფილდის წარმომადგენლება, სეზონი შესანიშნავად დაიწყეს და ორიდან ორი შეხვედრა მოიგეს, იუნაიტედმა უფრო მძიმე სადებიუტო შეხვედრები აქვს ახალ სეზონში. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა პირველ შეხვედრაში მოახერხა სამი ქულის აღება, ხოლო მეორე ტურის შეხვედრაში ბოლო წუთებზე დათმო მატჩი და წააგო ბრაიტონთან 2-1.

პირველად ეს გუნდები ერთმანეთს ჯერ კიდევ 19 საუკუნის ბოლოს შეხვდნენ, 1894 წლის 28 აპრილს. ის მატჩი ლივერპულმა 2-0 მოიგო. დღეს გუნდები უკვე რიგით 215 შეხვედრას ჩაატარებენ. ეს ის მატჩია, რომელსაც მთელი ინგლისი და ფეხბურთის გულშემატკივრები ელოდებიან. მოლოდინი დიდი განახლებული იუნაიტედი უკლოპო ლივერპული და შეშლილი გულშემატკივრები.

მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, შესაძლოა ამ შეხვედრამ სეზონის მანძილზე დიდი გავლენა იქონიოს. მატჩი დღეს თბილისის დროით 19:00 წუთზე დაიწყება. ოლდ ტრაფორდი სავსე იქნება და მანჩესტერის უპირველესი მისია ლივერპულის დამარცხებაა.

სავარაუდო შემადგენლობები.