სტემფორდ ბრიჯზე ლონდონური დერბი გაიმართა
პრემიერ ლიგის მესამე ტურში, სტემფორდ ბრიჯზე, ლონდონური დერბი გაიმართა, ჩელსიმ კრიტალ პალს უმასპინძლა. ენცო მარესკას გუნდმა, გასულ ტურში ვულვზი გაანადგურა, ''ლურჯებმა'' ''მგლები'' 6-2 დაამარცხეს და პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს. ''არწივებმა'' სეზონი მძიმედ დაიწყეს ორიდან ორი შეხვედრა წააგეს და ცხრილის უფსკრულში იმყოფებოდნენ.
მასპინძლებმა შეხვედრის ინიციატივა ხელში აიღეს და თავიდანვე გამარჯვების მოსაპოვებლად განივიდნენ მოედანზე. მარესკას გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა და პირველი ტაიმის 25-ე წუთზე ნიკოლას ჯექსონმა გოლის განატა მოახერხა და ''ბრიჯელები'' წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში კრისტალ პარალასს შეტევაზე გადასვლა მოუწია. ამან შედეგიც გამოიღო, ებერიჩი ეზემ თავისი გუნდის სეზონის პირველი გოლის გატანა მოახერხ და წონასწორობა აღადგინა.
ჩელსის თამაშის მოგება სურდა, ბოლო წუთებზე ''არწივების'' კარზე დიდი ზეწოლა იყო, მაგრამ პალასის დაცვა მყარად იდგა და ლონდონუ დერბიში, სეზონის პირველი ქულის აღება მოახერხა. ამ წუთისთვის ''ლურჯები'' მე-11 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო კრისტალ პალასი ამოვიდა წითელი ზონიდან და მე-16 ადგილზე დაბინავდა.