ავტორიზაცია

ჰაკიმ ზიეჩი გალათასარაისთან კონტრაქტს წყვეტს

ჰაკიმ ზიეჩი გალათასარაისთან კონტრაქტს წყვეტს
თარიღი 04 Sep 2024, 11:38
თურქული "გალათასარაი" და ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი თანამშრომლობას მალე დაასრულებენ. 

მაროკოელ ფეხბურთელს თურქული კლუბის დატოვება სურს. 

ჟურნალისტ ჰანიფ ბინ ბერკანის თქმით, 31 წლის ფეხბურთელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ ახალ კლუბთან, რომელთაგან ერთ-ერთია ყატარული "ალ-ღარაფაა". 

სავარაუდოდ, ზიეჩი "გალათასარაისთან" კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაწყვეტს.