ავტორიზაცია

ტოპ ფეხბურთელები, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა 2024 წელს დაასრულეს

ტოპ ფეხბურთელები, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა 2024 წელს დაასრულეს
თარიღი 04 Sep 2024, 21:04
სხვა წლების მსაგვსად, საფეხბურთო კარიერა 2024 წელსაც რამდენიმე გამორჩეულმა მოთამაშემ დაასრულა.

გთავაზობთ 6 მათგანს:


პეპე

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა საფეხბურთო კარეიერა 41 წლის ასაკში დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ის ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი იყო, ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. პეპეს მარიტიმუში, პორტუში, რეალ მადრიდსა და ბეშიქთაშში უთამაშია.


ტონი კროოსი

პეპეს მსგავსად, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ტონი კროოსმაც ბუცები ლურსმანზე ევრო 2024-ის შემდეგ დაკიდა. გერმანელი ბაიერნში, ლევერკუზენსა და რეალ მადრიდში ასპარეზობდა.


ტიაგო ალკანტარა

ბარსელონაში, ბაიერნსა და ლივერპულში გატარებული კარიერა ტიაგომ 33 წლის ასაკში დაასრულა. მან უკვე სამწვრთნელო საქმიანობაც მოასწრო და პრესეზონზე ბარსელონას შტაბში იმუშავა.


ლეონარდო ბონუჩი

იტალიელმა მცველმა 19 ტიტული მოიგო. ის იუვენტუსში, მილანსა და უნიონ ბერლინში თამაშობდა, კარიერა კი ფენერბაჰჩეში დაასრულა.


ვოიცეხ შესნი

პოლონელს არაბულ კლუბებს აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ, საკმაოდ მოულოდნელად, იუვენტუსის დატოვების შემდეგ, 34 წლის მეკარე ფეხბურთიდან წავიდა.


კლაუდიო ბრავო

ჩილელის საფეხბურთო კარიერა კოლო-კოლოში დაიწყო, საიდანაც ის რეალ სოსიედადში გადავიდა. სან სებასტიანში გატარებული 8 წლის შემდეგ, ბრავო ბარსელონამ იყიდა. ტერ შტეგენთან 2-წლიანი კონკურენციის შემდეგ, მან მანჩესტერ სიტიში გადაბარგება გადაწყვიტა, 4 წლის შემდეგ კი ესპანეთში დაბრუნდა და ბეტისს შეუერთდა, რომელიც კლაუდიოს ბოლო კლუბი აღმოჩნდა.