ავტორიზაცია

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? — Goal.com-მა მთავარი ფავორიტი დაასახელა

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? — Goal.com-მა მთავარი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 05 Sep 2024, 11:32
გუშინ, 2024 წლის ოქროს ბურთის 30 ნომინანტი დასახელდა, რომლებიც საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსისთვის იბრძოლებენ.

ნომინანტების დასახელების შემდეგ, Goal.com-მა მთავარი ფავორიტი დაასახელა — გამოცემის აზრით, ოქროს ბურთის მოგების ყველაზე დიდი შანსი რეალის და ბრაზილიის ნაკრების შემტევს, ვინისიუს ჟუნიორს აქვს.

Goal.com-ის რეიტინგში, მეორე ადგილს მანჩესტერ სიტის და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, როდრი იკავებს, ხოლო მესამეზე ვინისიუსის ინგლისელი თანაგუნდელი, ჯუდ ბელინგემია.

ოქროს ბურთის 10 მთავარი ფავორიტი Goal.com-ის მიხედვით:

1) ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
2) როდრი (მანჩესტერ სიტი)
3) ჯუდ ბელინგემი (რეალი)
4) დანი კარვახალი (რეალი)
5) ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
6) ტონი კროოსი (რეალი)
7) კილიან მპაბე (რეალი)
8) ჰარი კეინი (ბაიერნი)
9) ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
10) ნიკო უილიამსი (ბილბაო)

2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული 28 ოქტომბერს გამოვლინდება.