რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები ფეხბურთელების სატრანსფერო ფასის მიხედვით?
ახალი სანაკრებო პაუზა კარს მოგვადგა. განახლებული სატრანსფერო ფასების მიხედვით, საქართველოს ნაკრების სატრანაფერო ფასი კი კვლავ გაიზარდა.
Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საერთო ღირებულება 177.55 მილიონ ევროს შეადგენს.
ამრიგად, ვილი სანიოლის გუნდი სატრანსფერო ღირებულების მიხედვით მსოფლიოს 211 ქვეყანას შორის 36-ე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
1. ხვიჩა კვარაცხელია, "ნაპოლი" – 80 მილიონი ევრო.
2. გიორგი მამარდაშვილი, "ვალენსია" – 45 მილიონი ევრო.
3. გიორგი მიქაუტაძე, "ლიონი" – 20 მილიონი ევრო.
4. ოთარ კიტეიშვილი, "შტურმი" – 5 მილიონი ევრო.
5. ირაკლი აზაროვი, "შახტარი" – 5 მილიონი ევრო.