კრიშტიანუ რონალდუ: პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია
მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებდა, თუმცა პორტუგალიელმა ეს თავად უარყო.
"მხოლოდ ჭორებია. პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია. პირიქით, უფრო დიდი მოტივაცია მომეცა, რომ თამაში გავაგრძელო.
ახლა ჩვენი მიზანი ერთა ლიგის მოგებაა... ეს ტურნირი ერთხელ უკვე მოვიგეთ და გვსურს, გამარჯვებულები კვლავ გავხდეთ. ალბათ, მსგავს რაღაცებს ბევრჯერ ვიტყვი, მაგრამ არა გრძელვადიან დროში," - განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.
39 წლის კრიშტიანუ ერთა ლიგისთვის პორტუგალიელთა განაცხადშია და თავისი ქვეყნის ღირსებას კვლავ დაიცავს. დღეს მისი გუნდი 22:45 საათზე ხორვატიას შეხვდება.