ავტორიზაცია

კაშია: "ვფიქრობ, რომ მცველებს ბევრი საქმე გვექნება"

კაშია: "ვფიქრობ, რომ მცველებს ბევრი საქმე გვექნება"
თარიღი 06 სექ 2024, 16:46
ერთა ლიგის პირველი ტურის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს, თუმცა, შეცდომა არ უნდა დავუშვათ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე ტოპ ნაკრები ვართ, რადგან ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ბევრი მეუბნება, რომ ჩეხეთი ჩვენთვის მარტივი მეტოქე — ეს ყველაფერი გასაგებია, რადგან ევრო 2024-მა თამასა აწია, თუმცა, ერთა ლიგაზე ჩვენთვის მარტივი მეტოქე არ არის."

"ჩეხეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ნაკრებია და ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ხვალაც რთულ თამაშს ველოდებით. ვფიქრობ, რომ მცველებს ბევრი საქმე გვექნება" — გურამ კაშია.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B ლიგის პირველ ტურში, საქართველო ჩეხეთს უმასპინძლებს — მატჩი ხვალ, 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება.