ფაბიო კანავარო: სერია A-ში ერთადერთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელიც მან სიტისა და რეალ მადრიდის დონეს აკმაყოფილებს
ლეგენდარული იტალიელი მცველი, ფაბიო კანავარო სერია A-ს დონით უკმაყოფილოა.
"ვფიქრობ, ამ მომენტში, იტალიის ჩემპიონატში ლაუტარო მარტინესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მანჩესტერ სიტისა და რეალ მადრიდის დონეს აკმაყოფილებს.
ვიმედოვნებ, სერია A და ინტერი ლაუტაროს არასდროს დაკარგავენ. მან კოპა ამერიკა მოიგო და მატჩებზე გავლენას ყოველთვის ახდენს," - ციტირებს კანავაროს სიტყვებს Football Italia.