სანიოლი: "ის ევროპულ ფეხბურთში ყველაზე დაუფასებელია"
ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.
"დღეს მოედანზე ვიხილეთ ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე აქვთ ნათამაშები და თავდაჯერებულები არიან. მაინტერესებდა ევრო 2024-ის შემდეგ როგორ ვითამაშებდით და დღევანდელი დღე ფანტასტიკური იყო."
"კვარაცხელია უკვე რამდენიმე წელია ტოპ დონეზე თამაშობს და მისთვის 3 დღეში ერთხელ ჩატარებული მატჩები პრობლემა არ არის, ამიტომ არ შევცვალე ის დღეს. რამდენიმე ცვლილება კი წინასწარ მქონდა დაგეგმილი, მაგალითად ოთარ კიტეიშვილის, რადგან ის ტრავმების შემდეგ დაბრუნდა."
"კიტეიშვილი ევროპულ ფეხბურთში ყველაზე დაუფასებელია და დარწმუნებული ვარ, ის თავისუფლად ითამაშებდა ტოპ კლუბში. ძალიან რთული როლი აქვს ნაკრებში, რასაც იდეალურად ასრულებს და ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი ფეხბურთელი მყავს" — ვილი სანიოლი.
B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ალბანეთს ესტუმრება — მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.