ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრემა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული იყო. კვარამ საკუთარი მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და აქტივში საგოლე გადაცემაც მიითვალა.
საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 8.8 შეფასება დაიმსახურა.
