ავტორიზაცია

დე ლიხტი: "მანჩესტერ იუნაიტედი ორი მიზეზის გამო ავირჩიე"

დე ლიხტი: "მანჩესტერ იუნაიტედი ორი მიზეზის გამო ავირჩიე"
თარიღი 08 Sep 2024, 20:30
მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა, მატიას დე ლიგტმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც წითელ ეშმაკებში ტრანსფერს დათანხმდა.

"კმაყოფილი ვარ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლით, რადგან გუნდში ძალიან კარგი გარემო დამხვდა. გარდა ამისა, კლუბში ბევრი ნიდერლანდელი მუშაობას, რამაც ადაპტაცია გამიადვილა."

"ტენ ჰაგი არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი რის გამოც ტრანსფერს დავთანხმდი — მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და აქ თამაშზე ყველა ოცნებობს" — განაცხადა დე ლიგტმა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა მატიას დე ლიგტი ბაიერნიდან გასულ ზაფხულში გადმოიბირა და ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა.