ავტორიზაცია

ორიდან ორი! — საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

ორიდან ორი! — საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა
თარიღი 11 Sep 2024, 00:47
უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B დივიზიონის მეორე ტურში, საქართველო ალბანეთს ესტუმრა და მეტოქე 1-0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გავიდა — ალბანეთის კარი გიორგი ქოჩორაშვილმა ულამაზესი დარტყმით აიღო და საქართველოს 3 ქულა მოუპოვა.

2 ტურის შემდეგ, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს საქართველო 6 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციას 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო უკრაინას 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.