მიკელ არტეტამ არსენალთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ესპანელმა სპეციალისტმა მიკელ არტეტამ გადაწყვიტა ლონდონის "არსენალში" 2027 წლამდე დარჩეს, ამის შესახებ The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი იტყობინება.
არტეტა "მეთოფეებთან" 3 წლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს, მოქმედი ხელშეკრულება კიდევ 12 თვეა ძალაში.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "არსენალი" სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.