ავტორიზაცია

ლა ლიგის გუნდი გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მუშაობს

ლა ლიგის გუნდი გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 12 Sep 2024, 12:39
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლევანტეს ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილის ლა ლიგის კლუბი აკვირდება.

ესპანური გამოცემა Fichajes-ის ცნობით, 25 წლის ქართველის დამატება ხეტაფეს სურს — ლევანტე კი მას 5 მილიონ ევროდ აფასებს.

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის წლევანდელ სეზონში 3 მატჩში 1 გოლი და 1 ასისტი გაიფორმა, ხოლო ერთა ლიგაზე მეტოქის კარი ორჯერ აიღო.